“ისლამური სახელმწიფოს” ათი წევრის მიერ გაუპატიურებული 9 წლის გოგონა ორსულად არის

9 წლის იეზიდი გოგონა, რომელიც სექს-მონად ჰყავდათ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს, დაჯგუფების 10 წევრის მიერ გაუპატიურების შემდეგ ორსულად არის, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
გოგონა ქურთულმა ჰუმანიტარული დახმარების სააგენტომ ერაყიდან ევროპაში გადაიყვანა, იგი ახლა გერმანიაში იმყოფება. სააგენტოს თანამშრომელი იუსიფ დაუდი ამბობს, რომ გოგონა ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც ტრავმირებულია.
„ბავშვი ისეთი პატარაა, შესაძლოა, მშობიარობა ვერ გადაიტანოს. საკეისრო კვეთაც კი საშიშია,“ – ამბობს დაუდი.
მისივე თქმით, გოგონა ISIS-ის სულ მცირე ათმა წევრმა გააუპატიურა. მოძალადეები წინა ხაზზე მებრძოლები ან თვითმკვლელი ჯიჰადისტები იყვნენ, რომლებსაც გოგონებს „ჯილდოდ“ აძლევენ.

Comments
Loading...