„ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცებით, ფრანგების 30 ავიადარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია

„ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, ფრანგების მიერ დღეს სირიის ქალაქ რაქაში განხორციელებულ 30 ავიადარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მათ ცარიელი ადგილები დაბომბეს.

როგორც BBC იუწყება, ამის შესახებ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა რაქაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიში განახორციელეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმციით, ავიადარტყმების დროს “ისლამური სახელმწიფოს” იარაღისა და საბრძოლო მასალების საწყობი და საწვრთნელი ბანაკი გაანადგურეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.