“ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დახოცეს

ერაყელი ბლოგერის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები დახოცეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ბლოგ Mosul Eye-ზე აქტივისტი წერს, რომ ტერორისტებმა დაუნის სინდრომის მქონე 38 ბავშვი მოკლეს. ზოგიერთი მათგანი 1 კვირიდან 3 თვემდე იყო. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა ახალშობილები გაგუდეს, ზოგს კი სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს.
ბლოგის ინფორმაციით „ისლამური სახელწმიფოსთვის კაცების, მოხუცებისა და ქალების მოკვლა არასაკმარისი აღმოჩნდა და ახლა ისინი ბავშვებს ხოცავენ“.
გამოცემის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც სწორედ ფატვამ (რელიგიურმა განაჩენმა) მოუწოდა მათ ბავშვების დახოცვისკენ.

Comments
Loading...