ისლამური სახელმწიფოს წევრები პანკისში არიან,არსებობს საფრთხე

ბრალდება, თითქოს პანკისში ტერორისტები ინტენსიურ წვრთნებს გადიან, ოსურმა მხარემ ერგნეთის გუშინდელ შეხვედრაზე გაახმაურა.

დავით სანაკოევი ამტკიცებს, რომ საქართველოში იმყოფებიან სირიიდან წამოსული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები და ახალი წლის დღეებში მოსალოდნელ პროვოკაციებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი მტკიცებით, არ არის გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას საზღვრებზე და დაზარალდეს მოსახლოებაც.

ერგნეთის შეხვედრის მონაწილე ქართული მხარის წარმომადგენელი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

Comments
Loading...