„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიიდან და ერაყიდან შესაძლოა ქიმიური იარაღი გაიტანოს

ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ქიმიური იარაღი შესაძლოა სირიიდან და ერაყიდან გაიტანონ.

ტელეკომპანია „CBS“-ის ეთერში გამოსვლისას, ამერიკული დაზვერვის უფროსმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ტერორისტებს კონტრაბანდის შესაძლებლობა მოუსპონ, რადგან მცირე შანსი მაინც არსებობს, მებრძოლებმა საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებები მესამე ქვეყნებში გაიტანონ.

ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ტერორისტებმა რამდენჯერმე გამოიყენეს მომწამლავი ნივთიერებები და შეუძლიათ თავად დაამზადონ ქლორი და მდოგვის გაზი – იპრიტი.

დაზვერვის ხელმძღვანელმა არც ამ ნივთიერებების „ექსპორტის“ შესაძლებლობა გამორიცხა.

„სწორედ ამიტომ, ასე მნიშვნელოვანია ტერორისტებს, კონტრაბანდის ის მარშრუტები გადავუკეტოთ, რომელსაც ჯიჰადისტები იყენებენ“, – აღნიშნა ჯონ ბრენანმა.

Comments
Loading...