„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქ მოსულში 40 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც ღალატსა და ერაყის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს . ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, რაად ალ-ჰუსეინის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფო“ მოსულში 40 ადამიანს გაუსწორდა. მისივე თქმით, ამ ადამიანებს ნარინჯისფერი სამოსი ჩააცვეს, წარწერით „მოღალატეები და აგენტები“. გარდაცვლილთა ცხედრები კი ქალაქის სხვადასხვა რაიონში ელექტროგადამცემი ხაზების ბოძებზე ჩამოკიდეს.

გაეროს უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს „ბოევიკებმა“ 6 ადამიანი იმის გამო ჩამოახრჩეს, რომ მათგან ფარულად ტელეფონის სიმ-ბარათებს ინახავდნენ.

წყარო: ipn.ge

Comments
Loading...