ისრაელის ხელისუფლება გაეროს დაფინანსებას დაახლოებით 6 მილიონი დოლარით შეამცირებს. ამას ოფიციალური თელავივი გაეროს მიერ ებრაული დასახლებების წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას უკავშირებს.
დეკემბრის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელისგან პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული დასახლებების მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.
მიუხედავად ისრაელის არაერთი მოწოდებისა, აშშ–მა დაარღვია ტრადიცია და კენჭისყრაზე თავი შეიკავა, რამაც ხელი შეუწყო რეზოლუციის დამტკიცებას.
ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არ დაემორჩილება აღნიშნულ რეზოლუციას.