„ისთ პოინტში“ მდებარე კინოთეატრ „კავეას“ ჭერი ჩამოინგრა

სავაჭრო ცენტრ „ისთ პოინტში” მდებარე კინოთეატრ „კავეას” ჭერი ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა და ამ დროისთვის მას პირველად სამედიცინო დახმარება უტარდება.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ქალბატონის გარდა არავინ დაშავებულა. თუ რა იყო გამომწვევი მიზეზი, საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში ინფორმაციას არ ფლობენ.

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

Comments
Loading...