იტალიაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

BBC-ს ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლებს პიროტექნიკას ესროდნენ, სანაცვლოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა.

მომიტინგეები კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპროტესტებდნენ.

Comments
Loading...