იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანჯელინო ალიანო იმედოვნებს, რომ რუსეთი მალე დაუბრუნდება “დიდ რვიანს”, რომელიც გაერთიანებას 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გამოეთიშა.
იტალია აქტიურად ემხრობა რუსეთისათვის ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებას და ალიანო იმედოვნებს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააუმჯობესებს მოსკოვთან ურთიერთობას და შეძლებს “დიდ რვიანში” რუსეთის დაბრუნებას.
“დიდი შვიდეულის” მომდევნო სამიტი წელს მაისში იტალიაში, სიცილიაზე გაიმართება.