იტალიელი ფოტოხელოვანის მიერ აღბეჭდილი მე-19 საუკუნის სვანეთის უნიკალური კადრები
იტალიელი ფოტოგრაფი ვიტორიო სელლა, რომელმაც მე-19 საუკუნის სვანეთის უნიკალური კადრები შემოგვინახა, 1859 წელს მეწარმის ოჯახში დაიბადა. მამამისი ჯუზეპე ვენაციო სელლა ბიზნესთან ერთად ქიმიით და ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. 1856 წელს ჯუზეპემ პირველმა გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ფოტოგრაფიის შესახებ. მამის გარდაცვალების შემდეგ ვიტორიოც ფოტოგრაფიამ გაიტაცა. ვიტორიოს ბიძა კიანტინო სელლა იმხანად იტალიის პრემიერ-მინისტრი და ალპინისტურის კლუბის ხელმძღვანელი იყო. კიანტინომ შეძლო ძმის შვილი ალპინიზმით დაეინტერესებინა. ვიტორიომ ორივე გატაცება ერთმანეთს დაუკავშირა და პრაქტიკაში გამოიყენა.
1889 წელს ვიტორიო სელლა ორგანიზებას უწევს პირველ ექსპედიციას ჩრდილოეთ კავკასიაში, „ბეზენგის“ ხეობაში. მეორე ექსპედიცია 1890 წელს მისი ხელმძღვანელობთ მყინვარწვერზე გაემგზავრა. სელლა თავის მოგზაურობას სვანეთში ასრულებს. ფოტოხელოვანი სვანეთში ფირზე არა მარტო მთებს და კოშკებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც აღბეჭდავს. სვანი ქალის უნიკალური ფოტოსთვის რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ვიტორიო სელლას წმინდა ანას ორდენით აჯილდოვებს.
„სვანი ქალი”
წყარო : sazogadoeba.ge