“იცავენ სიტყვის თავისუფლებას..ნეტავ მანამდე დაგეცვათ სანამ ცოცხებს გაგვიკეთებდნენ”

“გუშინ რუსთავი ორზე ვყოფილვარ რაღაც გადაცემაში.სტუდენტურ აქციებს იხსენებდნენო…. არავის გაჩენია სურვილი, რომ დაერეკა თავისუფალი სიტყვის ტელევიზიიდან და რომელიმე ჩვენთაგანისთვის ვინც იმ პერიოდში საკუთარი ნერვების და ოჯახის უსაფრთხოების ფასად დღე და ღამე გარეთ ვიდექით, დღეს რას ვფიქრობდით ახალ კადრებზე ეკითხა.. კარგად მახსოვს მეგობრებო როგორ აშუქებდით ჩვენს აქციებს მაშინ როდესაც მაესტრო, პირველი არხი, მეორე არხი ,BBC,უამრავი საერთაშორისო სააგენტო გვერდიდან არ მოგვშორებია, როცა მე და ჩემი მეგობარი ამირანთან პატრულის თანამშრომლებს უდანაშაულო ჩვენს აქციის წევრს არ ვატანდით და ვითხოვდი ვინმე მოსულიყო და გადაეღო ის უსამართლობა,კარგად მახსოვს როგორ ჩამიარა რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა, ისიც კარგად მახსოვს ჯავახიშვილის ეზოში ვიღაცას ქართული ოცნების მაიკა ეცვა და მაინცდამაინც ის ჩაწერეთ,300 000 კაცში,სიუჟეტიც მახსოვს ……..ისიც კარგად მახსოვს სამებასთან, რომ ამოვიდა თქვენი წარმომადგენელი და ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გადაიღო მაგრამ სამწუხაროდ არც გაგიშვიათ.. იცით რატომ? მეორე დღეს ენი ქობულია ხომ უნდა გამოსულიყო და დაიშალეთო პატრიარქმა ასე გვითხრაო, ხომ უნდა ეთქვა თქვენს ეთერში. არადა რეალობა სულ სხვა იყო. საბედნიეროდ მეორე დღეს ყველამ დაინახა რა მოგვიწოდა პატრიარქმა როდესაც სამღვდელოება დარაზმული უნივერსიტეტთან მოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში არცერთი მათგანი გვერდიდან არ მოგვშორებია, სახლამდეც კი გვაცილებდნენ იმ ბავშვებს ვინც აქტიურად ჩანდა მედიაში,რომ რამე პრობლემა არ შექმნოდა ვინმეს და ეს რათქმაუნდა პატრიარქის კურთხევით ხდებოდა. ცნობისთვის ენი ქობულია ის გოგონაა, პრემიერს რომ კითხვა დაუსვა და რომ გააღმერთეთ.. ალბად იმ შეხვედრაზე საპატრიარქოდან წამოღებული შემოწირულობით შეძენილი “კოსტიუმი” ეცვა….. არ ვამბობდი აქამდე…
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა , ჟურნალისტებს არაფერს ვერჩი, მე კარგად ვიცი ყოველ მათგანს უნდოდა გვერდში დაგვდგომოდა..უბრალოდ მეცინება დღეს ასე გამეტებით რომ იცავენ სიტყვის თავისუფლებას..ნეტავ მანამდე დაგეცვათ სანამ ცოცხებს გაგვიკეთებდნენ.”

წერს თამარა კობიძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.