„იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“

იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კურიერს“ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძისა და ირაკლი ფირცხალავას ოჯახის წევრებმა აცნობეს.

ირინა გოგილაშვილი სასაფლაოზე, სადაც ვაზაგაშვილი ააფეთქეს, დამლაგებლად მუშაობდა. სწორედ ის იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთერთი მთავარი მოწმე.

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე ააფეთქეს.

Comments
Loading...