იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ ნატო ჩხეიძე აირჩიეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე არჩეულია, ერთი მოადგილის თანამდებობა კი, ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

აღნიშნულ თანამდებობებზე უმრავლესობიდან ვანო ზარდიაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ნატო ჩხაიძე აირჩიეს.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პროცესი პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე დაინტერესდნენ, თუ რა ნიშნით ხდებოდა აღნიშნულ თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის დანიშვნა.

სხდომაზე ჩხეიძე კოლეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმიანობას იმ დებულების მიხედვით აპირებს, რომელიც კომიტეტს გააჩნია. საბოლოო ჯამში, ნატო ჩხეიძეს მხარი კომიტეტის რვა წევრმა დაუჭირა, ხოლო ოთარ კახიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ოთხი წევრის მხარდაჭერა ჰქონდა.

რაც შეეხება თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, რომელიც ასევე უმრავლესობის კვოტიდან იქნება, მისი არჩევა დღევანდელ სხდომაზე არ მომხდარა.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, უმრავლესობის კვოტით ასარჩევ მეორე მოადგილესთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს და კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, მეორე მოადგილეს საპარლამენტო უმრავლესობა სავარაუდოდ, კომიტეტის შემდეგ სხდომაზე წარადგენს.

Comments
Loading...