იუსტიციის საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს

მოსამართლეთა კონფერენციამ 213 ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად სერგო მეთოფიშვილი აირჩია.

კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანიდატი – სერგო მეთოფრიშვილი იღებდა. მისი კანდიდატურა საბჭოს წევრობაზე საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარადგინა.

მის არჩევას არასამთავრობოების პროტესი უკვე მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი, რომელიც დღეს იქნა არჩეული, არის გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე.

მათი თქმით, 3 წლის შემდეგ მეთოფრიშვილს თავად მოუწევს საკუთარი თავის შეფასება, რაც ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეა.

იუსტიციის საბჭოს წევრები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავენ.

Comments
Loading...