იუსტიციის სამინისტროსთან აქცია “წულუკიანი გამპრავებელია” მიმდინარეობს

“წულუკიანი გამპრავებელია” – ამ ლოზუნგით იუსტიციის სამინისტროსთან “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აქციას მართავენ. სამინისტროში კი საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ახალი მთავარი პროკურორი უნდა აირჩიონ.

აქციის მონაწილეები წულუკიანის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორორის კანდიდატად მინისტრს ირაკლი შოთაძე არ უნდა წარედგინა.

“შოთაძე ივანიშვილის კადრია კაბელით დაკავშირებული”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საპროკურორო საბჭოში კენჭისყრის პროცედურას კი, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, გაყალბებულს უწოდებენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.