“ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას”, – შალვა ნათელაშვილი გაზპრომზე

„ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას“, – ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვლადიმერ პუტინის მიერ მიღებული დავალების შესრულებას უწოდებს.

ამის შესახებ ნათელაშვილმა გაცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ეს იქნება საქართველოს ენერგეტიკული ოკუპაცია, რაც ევროპის ავტომატურ ჩაკეტვასა და უვიზო მიმოსვლის ჩაშლა მოყვება.

„ბიძინა ივანიშვილმა მიღო ორი დავალება – საქართვეო ტერიტორიების შემოღობვა, ანუ ხმაურის გარეშე მავთულხლართების შემოვლება და გახსოვთ ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ გაგებით უნდა შევხდეთო. ეს დავალება წარმატებით იქნა შესრულებული. მეორე დავალება სწორედ გაზსადენის გაზპრომისთვის ხელში ჩაგდება იყო, ანუ რუსეთის სახელმწიფოსთვის. დღეს ივანიშვილი ახორციელებს კრემლის ოცნებას,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.