ივანიშვილი დაკარგულ ჯარისკაცებზე: თანადგომა მინდა დაღუპულების ოჯახებს გამოვუცხადო

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გონიოში დაკარგული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ივანიშვილმა GDS-ის ეთერში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ სამძიმარი ასევე, გამოუცხადა თავდაცვის სამინისტროს.

„მინდა მივუსამძიმრო მთელ საქართველოს, თავდაცვის სამინისტროს, დაღუპულების ოჯახებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს კრძალავენ ტრაგიკულად დაღუპულ სამხედროებს იაგო შარაძეს და გიორგი ნანეტაშვილს. განსაკუთრებით, თანადგომა მინდა დაღუპულების ოჯახებს გამოვუცხადო“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გონიოში დღეს, ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საზღვაო წესით დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

Comments
Loading...