“ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელად კვირიკაშვილს, სერგეენკოს, მამუკა ბახტაძესა და დიმიტრი ქუმსიშვილს განიხილავს” – ირმა ნადირაშვილი

ნაციონალური მოძრაობა პრემიერმინისტრის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ შეფასებებს აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელი შერჩეული არ ჰყავს, რის გამოც დღეს პრემიერის განცხადება რამდენჯერმე გადაიდო.

ამის შესახებ კურიერს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა.

„ეს არის აბსოლუტურად გასაგები, რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე აგებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ჩემის აზრით, გაჭიანურების მიზეზი არის ის, რომ ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა შერჩეული არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებშიც არჩევანშია. მე ვიცი, რომ მას ჰყავს ოთხი შესაძლო კანდიდატურა-კვირიკაშვილი, სერგეენკო, რკინიგზის ხელმძღვანელი და ასევე ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი. მოხსნა ისე პრემიერი რომ არ გყავს შერჩეული მისი შემცვლელი ჩანს თუ რა დამოკიდებულება გაქვს შენი მოქალაქეების მიმართ, ქვეყნის მიმართ და როგორ არასერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს,“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

ავტორი:ანა წერეთელი

Leave A Reply

Your email address will not be published.