ივანიშვილი: მარგველაშვილის ბიოგრაფია რომ შემესწავლა, მის კანდიდატურას არ დავაყენებდი

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ მარგველაშვილის ბიოგრაფია კარგად რომ შეესწავლა მის კანდიდატურას არ დააყენებდა.

“ქრონიკას” კითხვაზე პრეზიდენტს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ოპონირების და დღეს უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა რაში აწყობს, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს: “მარგველაშვილის ბიოგრაფია კარგად რომ შემესწავლა, მის კანდიდატურას არავინ დააყენებდა და ამაში გუნდსაც დავარწმუნებდი”.

ივანიშილს მიაჩნია, რომ ახლა წარსულზე აქცენტის გაკეთების დრო არ არის. “ამ ანალიზს ოდესღაც გავაკეთებ”, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

„ერთ-ერთი კამათის საგანს შევახსენებ მარგველაშვილს. რაც გარეთ არ გამომიტანია ერთ-ერთს გავიხსენებ და კიდევ ბევრს გავიხსენებ და გარეთ გამოვიტან რა ხდება რეალურად და დავხატავ სურათს, ოღონდ ახლა არა, როდესღაც”.

Leave A Reply

Your email address will not be published.