ივანიშვილი პრეზიდენტზე: ჩემ ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის საარჩევნო პროექტის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ საკადრო პოლიტიკის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„მარგველაშვილს ვთვლი ჩემ ყველაზე დიდ შეცდომად, რაც მოვედი. ჯერ არ მინახავს ასეთი ასაკის კაცი დიამეტრალურად იცვლიდეს ხასიათს, თინეიჯერის დონეზე. საკუთარ თავთან გარკვევაშია დღემდე, ეს პრობლემა ვერ გავითვალისწინე. თქვა ივანიშვილთან ვარ დაპირისპირებაში და იმიტომ შევედი ამ სასახლეშიო, საკუთარ თავთან არის დაპირისპირებაში. როცა მოვიდა იყო სხვა ტიპის მარგველაშვილი, დიამეტრალურად საპირისპირო გახდა“, – აცხადებს ივანიშვილი.

მისივე თქმით, კადრების შერჩევაში არ ერევა და მხოლოდ სამი მაჟორიტარობის კანდიდატის შესახებ გასცა რეკომენდაცია.

„რაც შეეხება დღევანდელ გუნდს, მე არ ვარჩევ, არჩევს და ალაგებს კვირიკაშვილი, არცერთი მაჟორიტარი ჩემგან დასახელებული არაა. რამდენიმე კაცზე მივეცი რეკომენდაცია. ერთი გაითვალისწინეს სამიდან, სულ ეს არის. დღევანდელ გუნდს აკომპლექტებს კვირიკაშვილი, კალაძე, კობახიძე და ა.შ“, – აცხადებს ივანიშვილი.

Comments
Loading...