ივანიშვილის კოალიციის ანატომია – ,,რესპუბლიკელების” ვაბანკი

დაძაბულობა არ არის ახალი – ასეთ შეფასებას აძლევს ექსპერტი გია ხუხაშვილი, “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებულ დაპირისპირებას და მიიჩნევს, ურთიერთდაპირისპირებული მსოფლმხედველობის ადამიანები ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, რაც ბუნებრივია.

“საბაბი ვიცით რაც გახდა, რასაც მოჰყვა დღევანდელი პასუხი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს მაინც უფრო საბაბი იყო და პრობლემა უფრო სისტემურ ხასიათს ატარებს, ეს დაძაბულობა არ არის ახალი, ამ დაძაბულობას აქვს თვითონ კოალიციის ანატომიაში საფუძვლიანი მიზეზი, რაც გახლავთ მსოფლმხედველობრივი აბსოლუტური ეკლექტიკა, ურთიერთდაპირისპირებული მსოფლმხედველობის ადამიანები ბუნებრივია ვერ თანხმდებიან და ხშირ შემთხვევაში ეზიზღებათ კიდევაც ერთმანეთი, ცდილობენ, რომ ეს დაფარონ, მაგრამ პიკის წერტილები, არჩევნების წინ უფრო მწვავდება ბუნებრივია. საბოლოო მიზეზი არის მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება, და კონკრეტული საბაბის პოვნა როდესაც ადამიანს რაღაცაში არ ეთანხმები ყოველთვის შეიძლება და იმათ რომ ერთმანეთი არ უყვართ ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ერთის მხრივ არავის არ უნდა ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოსვლა, ანუ მისი რესურსები როგორც მატერიალური და არა მატერიალური მნიშვნელოვანია კოალიციის ყველა სუბიექტისთვის, საკუთარი უსუსურობის განცდა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ამ მხრებიდან ჩამოვიდნენ. ცდილობენ, რომ მხრებზე მსხდომებმა ერთმანეთს მუჯლუგუნები ურტყან, მიწაზე დაშვება არცერთს არ უნდა. ისინი იბრძვიან მზის ქვეშ ადგილისთვის, მაგრამ არა საკუთარი ძალებით არამედ მხრებიდან ჩამოუსვლელად, რაც ძალიან სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს რესპუბლიკელები ერთის მხრივ ვა-ბანკზე მიდიან, ესეც კარგად ჩანს. მე დაკვირვებით ვუსმენდი დავით ბერძენიშვილს და მისი განაცხადი პრინციპში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ ეს არის გარკვეული ვა-ბანკი. ესეთი ვითარება გვაქვს დღეის მდგომარეობით და რით დამთავრება საბოლოო ჯამში ძნელი სათქმელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკუთარი უსუსურობის განცდა ამ ადამიანებს მაქსიმალურად უბიძგებს იქითკენ, რომ მიუხედავად ზიზღისა მოახდინონ ერთიანობის დემონსტრირება”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა

Comments
Loading...