ივანიშვილის „პოლიტიკური ვახშამი“ – რა ხდებოდა საგურამოში?

საგურამოში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ფრაქცია “ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოსთვის” წევრები ესწრებიან და რომელზეც ორი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეებთან ერთად გამოჩდნენ, იურისტი ვალერი გელბახიანი ეხმაურება. ყოფილი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიებზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ ეს შეხვედრა აუცილებელი იყო საკითხის განსახილველად და დამოკიდებულებების გასარკვევად. ამასთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშილის გამოჩენას, ვალერი გელბახიანი ერთიანობის დემონსტრირებად აფასებს.

“მარტო ვახშმისთვის არ იქნებიან შეკრებილები ცხადია. ვინაიდან ამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა სიებზე საუბარი და ცალკე რესპუბლიკელებმა გამოთქვეს თავისი აზრი, ცალკე ოცნების წამყვანმა დეპუტატებმა, ეტყობა ეს საკითხი მართლაც აქტიურად არის შიგნით და ამას მარტო ლოგიკითაც შეიძლება ეპასუხოს. ახლა შეკრებაც მხოლოდ იმიტოა, რომ თხოვნაა გაზრდილი, თვითონ იმ პარლამენტის წევრებიდან ვინც ამ საკითხებს სვავს, რომ გაირკვეს დამოკიდებულება. ჩემი აზრით დღეს არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, დღეს მოისმენენ პოზიციებს და ეს პოზიციები იქნება გასათვალისწინებელი, თუ არ იქნება ამას შემდეგ გავიგებთ იმიტომ, რომ ჯერჯერობით, როგორც ვხედავთ არის გაურკველობა. ან უნდა დაწყნარდეს ეს მღელვარება აფორიქებული დეპუტატთა კორპუსის ან კიდევ საშუალო ან გამანეიტრალებელი პოზიცია შეარჩიოს ხელმძღვანელობამ, რომელიც ოდნავ მაინც დაამშვიდებს ამ დეპუტატთა ასეთ აგრესიებს. იმიტომ, რომ დიდი ნაწილი ფიქრობს, ქართულ ოცნებაში, რომ თუ კოალიციის სხვა წევრები დარჩებიან, სიაში წაიღებენ მათ ადგილს და ცხადია ეს უნდა გაირკეს და ეს არის ბუნებრივი პროცესი, მგონია რომ დაკავშირებულია იმ მოვლენებთან რომელიც თავად ოცნების ამ ბოლო დროინდელ გამონათქვამებში იკვეთება. ღარიბაშილის იქ ყოფნა გასაკვირი არ არის, მან უნდა გადაწყვიტოს საკითხი პარტიაში რჩება თუ მიდის პარტიიდან. მე მგონია თვითონ ცდილობს რომ დარჩეს, მაგრამ კოალიციის წევრი პარტიები ასე არ ფიქრობენ. დღეს დემონსტრირებაც იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილმა ამით დაანახოს კოალიციის დეპუტატებს, რომ მათი ერთიანობა არ დარღვეულა და ისევ ერთად არიან. ეს ჩვეულებირვი ტექნოლოგიაა დემონსტრირების”,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა

Comments
Loading...