ივანიშვილმა ბაობაბის ასწლოვანი ხე გობრონიძეების ოჯახისგან 45 ათას დოლარად შეიძინა

ქვეყნის ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, 45 ათას დოლარად შეიძინა.
ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიიდან მიაწოდეს.
სწორედ ამ სოფელში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარეობს ბაობაბის ხე, რომლის ასაკიც ადგილობრივთა გადმოცემით მინიმუმ ასი წელია.
თავად ოჯახი, რომელსაც ხე ეკუთვნის, ამ თემაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს, თუმცა მეზობლების თქმით ამ ხის სანახავად თავდაპირველად სოფელს ექსპრემიერის ძმა ადიკო ივანიშვილი ეწვია, ამ დღეებში კი ხე თავად ექსპრემიერმაც ინახულა.
“მოვიდნენ დაათვალიერეს ფესვები, გაზომეს, გადაუღეს სურათები, თქვეს, რომ გადატანა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ხეს ფოთლები გასცვივაო”-ამბობს ერთ ერთი მეზობელი.
გავრცელებული ინფორმაციით ივანიშვილები ხეში 45 ათას აშშ დოლარს იხდიან.
ბაობაბის ხე ერთ ერთია იმ 70 ხიდან, რომლითაც ექსპრემიერი ივანიშვილი საკუთარ, შეკვეთილის რეზიდენციასთან მშენებარე პარკის შევსებას გეგმავს.
დანარჩენი მრავალწლოვანი და იშვიათი ნარგავები პარკში მიმდებარე სოფლებიდან ნატანები და წვერმაღალა, ასევე აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებიდან მოხდება.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით დენდროლოგიური პარკის მშენებლობის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.
წყარო: newspost.ge
Comments
Loading...