იზმირის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 2 პირია ლიკვიდირებული

იზმირის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 2 ტერორისტი იქნა პოლიციასთან ურთიერთსროლის დროს ლიკვიდირებული. არსებული ინფორმაციით, პოლიცია მესამე ტერორისტს ეძებს.

შემთხვევის შედეგად 2 თურქი სამართალდამცველი დაიღუპა, 10 ადამიანი დაშავდა.
თურქეთის ხელისუფლებამ საგანგებო ბრძანება გასცა, რომელიც ადგილობრივ მედიას ვითარების გაშუქებას უკრძალავს.
ქალაქ იზმირში სასამართლო შენობასთან რამდენიმე საათის წინ, 2 დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

Comments
Loading...