ჯამბულ გამცემლიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილს

გიო გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში მისი შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც პოლიციის მიერ, იქნა მოკლული.

“გიო გამარჯობა, აი კიდევ მოვიდა მაისი უშენოდ, შენმა მანდ ყოფნამ შემაძულა აქაურობაც და მაისის თვეც, ეს სურათი არ მიყვარს, თითქოს უნდა წახვიდე და იმიტომ, მაგრამ მომწონს, აქ ჩანს შენი ხასიათი, თითქოს პასუხსაც ველი შენგან, გამარჯობა გითხარი და კი ვიცი რასაც მეტყოდი, ხო, კიდევ რაა, მე ვაარ რა, რომ გითხრა მენატრები მეთქი გაგეცინება ვიცი, გეუბნებოდი ………………დაგელაპარაკო მეთქი და…..,,ეჰ. ჯამბული, შენ მგონი დაბერდი ,,ო,ნეტავ შენ დაბერებულიყავი და მე………………………..
მოკლედ ასეა რა, მცხვენია კი, მაგრამ ასეა და რა ვქნა, იცი შენ რაზეც გეუბნები……….რამდენი რამე მინდა მოგიყვე, რაღაც ბურთი მომაწვა ყელში და მიჭირს საუბარი, ერთს კი გეტყვი,რომ …..კარგი შვილები გეზრდება………”-წერს ჯამბულ გამცემლიძე. 

Comments
Loading...