ჯანაშიას ქუჩაზე ყოფილი მაღალჩინოსნის მანქანა დაწვეს

მანქანა დაწვეს თბილისში, ჯანაშიას ქუჩაზე. ლენდ კრუიზერის მარკის ჯიპს ცეცხლი ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელმა, ერთმა პირმა წაუკიდა. მეზობლებისვე განმარტებით, ავტომობილი დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაცვლილ ბადრი დვალიშვილს ეკუთვნოდა, რომელსაც ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა ფოთის პორტთან, წინა ხელისუფელბის დროს კი მას ფოთის ვიცემერის თანამდებობაც ეკავა.

Comments
Loading...