ჯანდაცვის მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” პასუხობს
დღეს, 15:54 1

ჯანდაცვის მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს და აცხადებს, რომ მედიკამენტებზე ფასის კლება მათი ხარისხის გაუარესებას არ ნიშნავს, რადგან სახელმწიფოს ხარისხის კონტორლის მექანიზმები გააჩნია.

„ჩვენი სტრატეგია იყო და რჩება 2 რამ, პირველი სწორედ ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა და მეორე, ბაზარზე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მოთამაშის შემოსვლას, ანუ კონკურენციის უზრუნველყოფას.

„ამ სტრატეგიამ უკვე შედეგები გამოიღო და უკვე ახალი მოთამაშე, ახალი კომპანია გამოჩნდა და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მას სხვა მოთამაშეებიც მოყვებიან,“-აცხადებს დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გარკვეულ შემთხვევებში წამლის დაბალი ფასი, შესაძლოა, მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობოს.

Comments
Loading...