ჯანდაცვის სამინისტრო, 4 წლის გოგონას დაღუპვის გამო, ერთდროულად ორ კლინიკას ამოწმებ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ერთდროულად ორ საავადმყოფოს ამოწმებს. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია 4 წლის თინათინის გარდაცვალების ფაქტზე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურსა და ინფექციურ საავადმყოფოებში უკვე შევიდა. როგორც „კვირამ“ გაარკვია, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა ინფექციური საავადმყოფოსა და იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს დოკუმენტაციას სწავლობენ. ინფორმაციას ადასტურებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია და იაშვილის სახელობის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თამარ ჩეჩელაშვილი. შეგახსენებთ, რომ 4 წლის თინათინ მ-ძე 2 დეკემბერს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებში 3 დეკემბერს გავრცელდა. იმავე დღეს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო პაციენტის გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა და საქმის შესწავლა დაიწყო.

Leave A Reply

Your email address will not be published.