ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა – მოსახლეობას 25 იანვრიდან საშუალება ექნება სპეციალური კითხვარი შეავსოს

ჯანდაცვის სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას იწყებს. მოსახლეობას 25 იანვრიდან საშუალება ექნება სპეციალური კითხვარი შეავსოს, რომლის მიზანია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მათი სურვილების, მოლოდინების და საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა.

კითხვარები ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ინტერნეტით ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში. გამოკითხვის შედეგები კი ერთ თვეში გასაჯაროვდება.

ახალი სოციალური პროექტის დეტალები ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო.

Comments
Loading...