ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება. შესაბამისი წინადადებით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სხდომაზე მიმართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიც წარადგინა.
“100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირასვე გადაუგზავნოს. ფინანსთა მინისტრის თხოვნის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, რის შემდეგადაც განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.

Leave A Reply

Your email address will not be published.