ჯავახიშვილზე მომხდარი მკვლელობა, შესაძლოა, ფალიაშვილზე ჯოხაძის დაცხრილვას უკავშირდებოდეს

შესაძლოა, რამდენიმე დღის წინ ჯავახიშვილის ქუჩაზე, თბილისში მომხდარი მკვლელობა 8 თვის წინ ასევე დედაქალაქში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარ დაცხრილვას უკავშირდებოდეს, რა დროსაც სოსო ჯოხაძე მოკლეს. ინფორმაციასამბები.ჯიავრცელებს

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ჯავახიშვილზე მოკლულ გიორგი შარაშენიძესა და მომხდარი მკვლელობის გამო დაკავებული სამი პირიდან ერთერთს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ბ. ჩ-ს შორის წარსულში დაპირისპირება ძმები ჯოხაძეების და სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულის – ბადუკა მნათობაძის გამო მოხდა.

მოკლული შარაშენიძე ბადუკა მნათობაძის მეგობარი იყო, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ბ.ჩ გიორგი და სოსო ჯოხაძეების მეგობარია.

შეგახსენებთ, გახმაურებული მკვლელობა ვაკეში 2016 წლის სექტემბერში მოხდა. სოსო ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა 2 სექტემბერს, დღისით დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა.

სოსო ჯოხაძის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა იყო. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული ბადუკა ნათობაძე მალევე დააკავეს და ის ახლა სასჯელს იხდის.

აღსანიშნავია რომ, სოსო ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ, მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ჯოხაძის მეგობრებს ნათობაძის სამეგობროზე ეძიათ შური.

Comments
Loading...