ჯეიმს აპატურაი – საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს და მის ნაცვლად სხვა რაღაცას შემოგთავაზებთ

MAP-ი ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელია, თუმცა ის არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, რუსეთისგან მომდინარე რისკების გაზრდას კი გამოიწვევს. შესაბამისად, ალიანსში ახლა პრაქტიკული მექანიზმების გაძლიერებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამოქმედო გეგმის მონიჭებას გულისხმობს, – ასეთია ის მიზეზები, რის გამოც, დიდი ალბათობით, ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ის გარეშე დარჩება. გეოპოლიტიკა და რუსეთის ფაქტორი აქტიურად მოქმედებს, – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს მთავრობასა და მის ოპოზიციას მოუწოდებს, ყურადღება პრაქტიკული მექანიზმების იმპლემენტაციაზე გაამახვილონ და MAP-ის საკითხი არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის. რას მიიღებს საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ის ნაცვლად, რაზე მუშაობენ ამ მიმართულებით ახლა ალიანსში; როგორ მოქმედებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე რუსეთის ფაქტორი, – ჯეიმს აპატურაის ამ საკითხებზე ქეთი ქარდავა ესაუბრა.

წყარო: 1 არხი

Comments
Loading...