“ჯერ დებატებში გამოგვიწვია. როცა დავთანხმდით, კურდღელივით აცახცახდა და უარი თქვა”

„for.ge.”– იმ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ამ ინტერვიუმ, ვატყობ, სამუდამოდ დაანგრია მითი იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია ე.წ. ინტელექტუალების პარტიაა. მეგონა, საბჭოთა ეპოქის დინოზავრის ნააზრევს ვკითხულობდი. განსაკუთრებით იმ ნაწილს ვგულისხმობ, სადაც დავით ბერძენიშვილი ინტერესდება, საიდან აქვს ჩვენს პარტიას ფული? საიდან მყავს მანქანა? და საერთოდ, როგორ ვახერხებთ არსებობას. ისიც ხომ არ აინტერესებს, ქურთუკის შეძენა როგორ მოვახერხე? მეზობელი მყავდა. „დანოსჩიკი“, „ანონიმშჩიკი“, ნამდვილი ვირთხა. მუდმივად „დანოსებს“ წერდა მეზობლებზე: ამან ტელევიზორი რა ფულით იყიდა, იმან მაცივარი როგორ შეიძინა, ამას ავტომობილი რატომ გამოუყვესო. ყველას სძულდა ეს „დანოსჩიკი“. დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუმ ეს მეზობელი გამახსენა. „დანოსჩიკი“ სულისკვეთება და ბუნებაა. არავინ თქვას, რომ „დანოსჩიკები“ მერე ხდებიან. ასეთებად იბადებიან. დავით ბერძენიშვილიც (ვხედავ) „ანონიმშჩიკ“-„დანოსჩიკად“ დაიბადა. დარწმუნებული ვარ, საბჭოთა საპატიმროშიც ოსტატურად ვირთხობდა, ბატონი პოლიტიკური ხვრელი, ან უბრალოდ, ხვრელი. ჯერ დებატებში გამოგვიწვია. როცა დავთანხმდით, კურდღელივით აცახცახდა და უარი თქვა. თან, განაცხადა,- მოშიმშილეებზე ვდარდობო. ახლა ვეუბნებით დათო ბერძენიშვილს: ჩვენზე ნუ დარდობ. ნუღარც დებატების შემოთავაზებაზე გაირჯებით. ვერ ვხედავთ, თქვენი ზნეობისა და მორალის ხვრელებთან რაზე უნდა ვილაპარაკოთ! განაგრძეთ „ანონიმშჩიკობა“, „დანოსჩიკობა“ და ვირთხობა!”

წერს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.