„ჯიპიანი“ მამაოები – პასუხი ეკლესიიდან

დღევანდელი მგომარეობის გადმოსახედიდან საქართველოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა „ჯიპიანი“ მამაოების ცხოვრებასა და მოღვაწეობს ეხება. სოციალური ქსელი აჭრელებულია ისეთი ტიპის ვიდეოებითა და პოსტებით, რომლებიც სწორედ „ჯიპიან“ მამაოებს ეძღვნებათ. ზოგი ამ ყველაფერს განკითხვად, ზოგიც კი მხილებად მიიჩნევს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკვეთა, დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, ანტიეკლესიური ცნობიერების დამკვიდრების.“

ამ თემასთან დაკავშირებით Tbilisitoday.ge-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რომლის კითხვებსაც სოფელი დიღმის, წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი (ისაკაძე) პასუხობს.

– მამა დავით, რა პასუხი აქვს ეკლესიას იმ ადამიანებთან, რომლებიც „ჯიპიანი“ მამაოების მიმართ ასეთ აგრესიას გამოხატავენ?

– ძირითადად, ასეთი ქრომატიკა შემოდის დაკვეთით, იმ ხალხის მიერ, რომლებიც ეკლესიის მიერ საწინააღმდეგო რიტორიკას ეძლევიან, ასე ვთქვათ ცნობიერებას და ანტიეკლესიურს. ამასთან დაკავშირებით იყოლიებენ ახლობლებს, რომლებიც ჩაუხედავი არიან ამ საკითხებში და ბუნებრივად ქმნიან ამ საკითხს. მე მაგალითად, სრული გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ არ მაინტერესებს სხვა როგორ ცხოვრობს. მოდი აქედან დავიწყოთ, ყველა ნორმალური ადამიანი, ალბათ ასე უნდა ფიქრობდეს და აზროვნებდეს, სამღვდელო პირი იქნება თუ საერო ადამიანი. პირველ რიგში, არ მაინტერესებს არც მისი შესამოსელი, არც მისი სახლი და მისი მანქანა, რა მარკის მანქანით გადაადგილდება. მეორე, ის ადამიანები ვინც ასეთ რაღაცებს ავრცელებენ და ჭორაობენ, რატომ არ აკვირდებიან იმას, რომ ზოგიერთი მღვდელი ფეხით გადაადგილდება, ზოგიც კი დაბალი ხარისხის მანქანით. მღვდლები არ აკეთებენ რეკლამირებას იმისას, თუ რა ქველმოქმედებას ეწევიან გაჭირვებულ ადამიანებზე. ეს ყველაფერი შეუმჩნეველი რჩება.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაკვეთა, დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილი, ანტიეკლესიური ცნობიერების დამკვიდრების.

ასე რომ, მე ვურჩევდი იმ ახალგაზრდებს, თუ მოზარდებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, რომ თავიანთ ქონებას, შესამოსელს თუ მანქანას მიაქციონ ყურადღება ვიდრე სხვის ეზოში გადაიხედონ.

– ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ჯიპებით“ სიარულს აჯობებს გაჭირვებული ადამიანების დაეხმარება…

– ამ თემაზეც მოგახსენებთ, მათ ხომ არ იციან ამ სასულიერო პირმა რა გააკეთა ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანისათვის, თუ დიდი რაოდენობით ადამიანის მიმართ. ის ადამიანები თავიანთი გადასახედიდან, რაღაც საჩუქარს იღებენ მამაოსთვის, როგორც მოწყალებას ისე გასცემენ, მანქანა იქნება, თუ სხვა რამ. თვითონ ის ადამიანი ვინც ამაზე ლაპარაკობს, როდესმე დახმარებია სასულიერო პირს? როდესმე დაფიქრებულა, იმაზე რომ სასულიერო პირს ხელფასი არ აქვს და სახელმწიფო არ ეხმარება მათ? – არა. იგი ცხოვრობს შემოწირულობით და მადლიერმა მრევლმა შეიძლება რაღაც მას აჩუქოს. რა მოხდა ამაში, რა არის მიუღებელი? კიდევ ვიმეორებ, მღვდელი არ ლაპარაკობს იმის შესახებ რა ქველმოქმედებას აკეთებს გვერძე, და რამდენს ეხმარება. ჩვენ რომ ამაზე დავიწყოთ საუბარი, მემგონი თქვენც არ მოგეწონებათ. ჰოდა, საჩუქარს თუ გვაძლევს ვიღაც ჩვენ, ღმერთმა შეუწიროს იმ ადამიანს. ეს არის, მადლიერების გამოხატვა. ჯობს დააკვირდნენ თავიანთ ცხოვრების წესს და არა სხვის ცხოვრებას. მივიდნენ იმ მამაოებთან, დაელაპარაკონ, თვითონაც დაიწყონ სულიერი ცხოვრება და მიაქციონ ყურადღება, რომ მღვდლებს, ჩვენ არანაირი ისეთი დახმარება არ გვაქსვს, თუნდაც როგორიც აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამატებით რომ იკვებებიან დასავლეთიდან, რომლებიც ძირითადად ავრცელებენ ამ ჭორებს და იყოლიებენ ამდენ ადამიანებს ანტიეკლესიური ცნობიერების დამკვიდრებაში.

მოამზადა: მარიამ კაპანაძემ.

წყარო

Leave A Reply

Your email address will not be published.