ჯო ბაიდენი – მოსკოვის მიმართ სანქციები კვლავ გაგრძელდება

„მოსკოვის მიმართ სანქციები, რაც უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო იქნა შემოღებული, კვლავაც გაგრძელდება“,- აღნიშნული განცხადება კიევში ოფიცილური ვიზიტისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გააკეთა.

ამშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ასევე პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ამასთან, უკრანული მედიის ცნობით, ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას ვაშინგტონის მხრიდან სრული „ფინანსური და სხვა სახის“ დახმარება აღუთქვა. მათივე ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხებზე ისაუბრეს პირისპირ შეხვედრის დროს ბაიდენმა და პოროშენკომ. 7 დეკემბერს მოგვიანებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს შეხვდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.