ჯოკია ბოდოკიამ დუმილი დაარღვია – ის კონკრეტულ გვარებს ასახელებს და მის გასამართლებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს

ჯოკია ბოდოკიამ დუმილი დაარღვია. მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი კონკრეტულ გვარებს ასახელებს და მის გასამართლებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

ბოდოკიას განცხადებით, მისი 11 წლიანი სასჯელი პანორამა თბილისის წინააღმდეგ პირველ ეტაპზე მერიაში არსებულ წინააღმდეგობას უკვაშირდება. მსჯარდებულის განცხადებით, დედაქალაქს უსაფრთხოების სამსახური მართავს.

“ყველაფერი დღევანდელ სახელისუფლებო გუნდში შიდა დაპირისპირებით დაიწყო, რაც დიდი პროექტების გარშემო აზრთა სხვადასხვაობით იქნა განპირობებული, კონკრეტულად პროექტი პანორამა თბილისი, ყველამ ვიცით ვინ დგას ამ პროექტის უკან, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. 2014 წელს როდესაც ამ პროექტის განხორციელებას პირველი წინააღმდეგობა კულტურის სამინისტროში შეხვდა, მაშინ მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი იყო, სწორედ ის იყო ამ პროექტზე განსხვავებული უარყოფითი დასკვნის ინიციატორი, იგივე პროცესი თბილისის მერიაში გაგრძელდა, სადაც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების პირობებში ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე დაინიშნა,“ – განაცხადა ბოდოკიამ.

Leave A Reply

Your email address will not be published.