ჯონ კენედის ლიმუზინის საავტომობილო ნომერი აუქციონზე 100,000 დოლარად გაიყიდა

ლიმუზინის საავტომობილო ნომერი, რომელშიც 1963 წლის 22 ნოემბერს აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს, აუქციონზე 100,000 აშშ დოლარად გაიყიდა, – ღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

აღნიშნული საავტომობილო ნომერი, კომპანია Cincinnati-ის თანამშრომლებმა მოხსნეს და გადააგდეს. აღნიშნული კომპანია ავტომობილების მოდერნიზებაზე მუშაობდა. შემდეგ კი, კომპანიის ხელმძღვანელმა ნომერი ამოიღო ნაგვიდან და შეინახა. ხელმძღვანელის გარდაცვალების შემდეგ, საავტომობილო ნომერი მის ქალიშვილს მემკვიდრეობით გადაეცა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ინახავდა ნომერს.

“მე ვიცოდი მისი ღირებულების შესახებ და მეგობრებსაც ვუყვებოდი”, – განაცხადა დირექტორის ქალიშვილმა აუქციონზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.