ჯონ კერიმ რუსეთზე სანქციების მოხსნის შესახებ ისაუბრა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც აშშ-მ დააწესა, შესაძლებელია მას რამდენიმე თვეში მოეხსნას – ამის შესახებ აშშ-ს გენერალურმა მდივანმა ჯონ კერიმ ისაუბრა.
“მჯერა, რომ შესაბამისი ძალისხმევის გამოჩენისას და პრობლემის მოგვარების კანონიერი გზების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლებელია მინსკის ხელშეკრულების შესრულება და იმ მომენტზე გადასვლა, რასაც სანქციების მოხსნა ქვია” – განაცხადა კერიმ

შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის მარტიდან შემოიღო, ყირიმის აგრესიის გამო.

Leave A Reply

Your email address will not be published.