შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ყურადღებით აკვირდება „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას.
მისი თქმით, პრესის თავისუფლების საკითხი განხილული იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პლენარულ სესიაზეც.
„ჩვენ „რუსთავი 2″-ის საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით და კვლავ მივადევნებთ თვალყურს მოვლენების განვითარებას იმ სააპელაციო პროცესების შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა, თბილისის სასამართლოს ვერდიქტს მოჰყვეს”, – განაცხადა კირბიმ.
მისი თქმით, აშშ მიესალმება მხარეების მშვიდ და თავშეკავებულ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებაზე.
„მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა – დემოკრატიის აუცილებელი საფუძველია, საქართველოს ევტოატლანტიკური ინტეგრაციისთვის კი – გადამწყვეტია”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.