ჯონ ლენონის გიტარა აუქციონზე 2,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცნობილი როკ-მუსიკოსის ჯონ ლენონის გიტარა, ბევერლი-ჰილზის აუქციონზე, რეკორდული მაჩვენებლით – 2,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. გიტარის მყიდველმა კი ანონიმურობა არჩია, – წერს rbc.

Gibson-ის გიტარას, რომელიც ლენონმა 1962 წელს ლივერპულში შეიძინა, მუსიკოსი იყენებდა “ბითლზი”-ს ისეთი ლეგენდარული სიმღერების წერისას, როგორებიცაა: Love Me Do, Please Please Me, I Want to Hold Your Hand და From Me to You.

აღნიშნული გიტარა, 1964 წელს ლონდონში, “ბითლზი”-ს საშობაო კონცერტის მერე დაიკარგა და შემდეგ ამერიკის ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში იპოვნეს: 1970 წელს, გიტარისტ ჯონ მაკქოუმ, ლენონის გიტარა რამოდენიმე ასეულ დოლარად იყიდა და არ იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ინსტრუმენტი. მოგვიანებით, მუსიკოსის მეგობრებმა, “ბითლზი”-ს ძველი ფოტოების თვალიერებისას, შეამჩნიეს, რომ აღნიშნული გიტარები იდენტური იყო.

მოგვიანებით, ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდა, რომ აღნიშული გიტარა ნამდვილად ჯონ ლენონს ეკუთვნოდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.