IPN:
სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონისგან განსხვავებით ის არასოდეს მიიღებდა რუსეთის პრეზიდენტისგან ვლადიმერ პუტინისგან ჯილდოს, – აღნიშნულის შესახებ CNN იუწყება.
„მე გამაჩნია ლეგიტიმური შეშფოთება ტილერსონთან დაკავშირებით. უკრაინაში მომხდარი მოვლენების შემდეგ ის შეეწინააღმდეგა რუსეთზე დაწესებულ სანქციებს. მას ძალიან ახლო ურთიერთობა გააჩნია ვლადიმერ პუტინთან. სხვათაშორის, ის ვლადიმერ პუტინმა დააჯილდოვა. ეს ძალიან მაშფოთებს“, – განაცხადა ჯონ მაკკეინმა.
„გულახდილად გეტყვით, არასოდეს მივიღებდი ჯილდოს ვლადიმერ პუტინისგან, ვინაიდან ამით ამ ყასაბს, “კა გე ბე”-ს აგენტს სანდოობით აღვჭურავთ“, – აღნიშნა ამერიკელ სენატორმა.
„სიმართლე გითხრათ, სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდე მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და მას ყირიმი წაართვა, ჩემში ეს იწვევს ზნეობასთან დაკავშირებულ კითხვებს“, – დასძინა ჯონ მაკკეინმა.
2013 წელს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რექს ტილერსონი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა, რომელიც მას პირადად გადასცა.
წყარო: ipn.ge