ჯონდი ბაღათურია: ერთი ინაშვილის გამარჯვება არ დაუშვეს და წარმოგიდგენიათ რას იზამენ 2016 წელს?

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბარათურიას განცხადებით, ირმა ინაშვილს საგარეჯოში არჩევნები უსინდისოდ გაუყალბეს.

„ერთი ინაშვილის შესვლა რომ არ დაუშვა პარლამენტში ხელისუფლებამ, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამს 2016-ში? ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და გააყალბებს კიდეც. ოპოზიციას კი არ აქვს იმის რესურსი, რომ ძალით დაეჯახოს არჩევნების გაყალბებას“- განაცხადა ბაღათურიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბებას ხალხი არავის პატიობს და ეს ხალხი ქუჩაში გამოვა.
„ეს ძალიან მარტივი და პრიმიტიული ლოგიკაა, რომელიც ერთხელ ვნახეთ, ორჯერ, სამჯერ და ასე უნდათ? კარგი, მეოთხედაც ვნახოთ!“ – დასძინა ბაღათურიამ.

Comments
Loading...