ჯონდი ბაღათურია: – “გიგი უგულავას დააყენებენ მერობის კანდიდატად!”

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესები „ქართული დასი“-ის ხელმძღვანელმა ჯონდი ბაღათურიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ შეაფასა. მისი განცხადებით უახლოეს მომავალში იგეგმება ახალი ოპოზიციური ძალის გამოჩენა, რომელსაც სათავეში გიგი უგულავა ჩაუდგება. ბაღათურიას განცხადებით არ არის გამორიცხული თუ ამ ჯგუფს თავად ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

“ყველა ხვდება, რომ გიგი უგულავას განთავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა მიხვდა, რომ საზოგადოების ზურგს უკან მოლაპარაკება შედგა. ვითომ ზოგმა მაკკეინის ვიზიტს დააბრალა ეს ამბავი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეს გადაწყვეტილება მანამდე იქნა მიღებული. ეს ქართული პოლიტიკური ინტრიგების და სვლების შედეგია. გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება არის მცდელობა, რომ ეს ჯგუფი შეინარჩუნონ, როგორც მთავარი ოპოზიცია და არ მისცენ რეალურ პოლიტიკურ ძალებს განვითარების საშუალება. დღეს ყველაზე მარტივი და პრიმიტიული ტექნოლოგია არის სატელიტი პარტიების წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც ფარივით ჩადგებიან ხელიფუფელაბასა და რეალურ ოპოზიციას შორის. დარწმუნებით გეტყვით იმასაც, რომ გიგის დააყენებენ მერობის კანდიდატად“ – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

წყარო:  gnn.ge

Comments
Loading...