ჯონდი ბაღათურია: ცხოველებში ჰომოსექსუალიზმი არ არის, ღორები ამას არ აკეთებენ

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ცხოველებში ჰომოსექსუალიზმი არ არსებობს.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ბაღათურიამ ჰომოსექსუალობის შესახებ საკუთარი ვერსია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ეს ცხოვრების გარყვნილი წესია.

„ცხოვრების უკიდურესად გარყვნილი წესია, რასაც ცხოველებიც კი არ აკეთებენ. მაგალითად, ღორები ამას არ აკეთებენ. ცხოველებში ჰომოსექსუალიზმი არ არის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ცხოვრების უკიდურესად გარყვნილი წესი. ასე მიაჩნია კაცობრიობას ადამი და ევადან დღემდე, ცხოვრების აბსოლუტურ უმრავლესობას“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, აშშ-ში ამ თემის ლობისტი ქვეყნის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გაჩნდა.

Comments
Loading...