„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, გლდანის ხევის ქ. N22-თან, წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუაერის” ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ბრიგადა, სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს. დაზიანება თუჯის მაგისტრალური ქსელზეა, რაც აღდგენითი სამუშაობის მიმდინარეობას ართულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგება შეზღუდული აქვთ:

გმირ კურსანტთა, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, ზიგზაგის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, ზაზიშვილის, მეუნარგიას, ქურდიანის, ყირიმის, ქინქლაძის, გროზნოს, პალიასტომის, კიკვიძის, როსტოვის, მიჩურინის, ჩიტაიას, ჩიქობავას, ერისთავის, ჩარგლის ქყჩებს და გვაზაურის გასასვლელს.

წყალმომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, 7 ნოემბერს დილის 07:00 საათიდან აღდგება.

წყალმომარაგების აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწოგებს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.
წყარო:horizont.ge

Comments
Loading...