ჯუმბერ კირვალიძე – ვაშინგტონის ერთადერთი საპირწონე ძალა არის მოსკოვი!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე:”როდის “მიხვდება” თბილისი, თუ რატომ რეკავს ვაშინგტონი მოსკოვში”?!

“რამოდენიმე დღის წინ, აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა:”როდესაც მსოფლიოს ჭირდება ლიდერი სახელმწიფო, მაშინ ყველა რეკავს ვაშინგტონში და არა პეკინში, ან მოსკოვშიო”. – ობამას ამ ნათქვამზე, კომენტარი გააკეთა რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ:”ჯერ თუ რეკავენ ვაშინგტონში, ამის შემდეგ, უკვე ვაშინგტონი რეკავს მოსკოვშიო”. – დიახ, ეს სრული სიმართლეა! ზუსტად ასეა და იცით რატომ? იმიტომ, რომ რეალობაა ასეთი, რადგანაც ვაშინგტონის ერთადერთი საპირწონე ძალა (სამხედრო თვალსაზრისით!), არის მოსკოვი! აი, იმ შემთხვევაში, თუ “ვაშინგტონი მოსკოვს არ დაურეკავს”, მაშინ არსებობს საშიშროება, რომ იგი საფრთხეში ჩააგდებს აშშ–ის მთელს მოსახლეობას! ეს მარტივი ჭეშმარიტება მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, მხოლოდ წამხედურ და უმეცარ ქართულ პოლიტიკურ ელიტას “არ ესმის ეს”! ამიტომაცაა, რომ წლების მანძილზე საქართველოს სასიცოცხლო პრობლემები “გადაუწყვეტელი და ჰაერში გამოკიდებულია”! ასე რომ, სანამ თბილისში, ანუ საქართველოს ხელისუფლებაში არ იქნება ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც “მიხვდება, თუ რატომ რეკავს ვაშინგტონი მოსკოვში”, მანამ ჩვენი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები არ გადაწყდება!!!…”

Comments
Loading...