კადრები ბინიდან, სადაც პროკურორი მოკლული იპოვეს (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=g86uo1Zjujo

PALITRANEWS-ი ექსკლუზიურ კადრებს გთავაზობთ იმ ოთახიდან, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი მოკლული იპოვეს. ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბინაში ნახეს. ადგილზე სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალისტებმა და ექსპერტებმა უკვე ჩაატარეს. შემთხვევის ადგილს ემჩნეოდა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც. ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მის მიერვე იყო შეძენილი. ვახტანგ ქირია სახლიდან 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 16:15 საათზე გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირებაც.

Leave A Reply

Your email address will not be published.