„კადრებთუხუცესი“ ივანიშვილი და „კამიკაძე“ კვირიკაშვილი – ვინ არის მაჭანკალი

პრეზიდენტის მიერ მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც 29 იანვარს ჩაინიშნა, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების მხრიდან თითქმის სრული შემადგენლობით დასწტრების მზაობას მიესალმებიან ექსპერტები. რა გახდა ამის მიზეზი, იყო თუ არა რეალურად პრობლემა მხოლოდ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილში, რომელიც სხდომებს არ ესწრებოდა? ამ თემასთან დაკავშირებით „პირველ რადიოსთან“ კომენტარს აკეთებს სოსო ცისკარიშვილი. ექსპერტი სხვადასხვა ვერსიებს ასახელებს:

„სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთი ის, რომ თვად ჩვენი ქვეყნის „კადრებთუხუცესმა“ შეცვალა მიდგომები, რაც ნაკლებად დამაჯერებელია. მეორე ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ბატონი კვირიკაშვილი „კამიკაძის სითამამის“ და მზაობის თვისებების მატარებელია და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაიმე მკვახე შეფასება ჰქონოდა ღარიბაშვილის საქმიანობას ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებისგან. ასეა თუ ისე, მხოლოდ კმაყოფილების მომგვრელია ის ფაქტი, რომ აღარ არის სადაო, რომ პრემიერის და პრემიერის და პრეზიდენტის ინსტიტუციებმა უნდა ერთობლივად მოახდინონ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს არავითარი მაჭანკალი არ სჭირდება იმისთვის, რომ ერთმანეთთან სრულ ურთიერთგაგებაში აღმოჩნდნენ. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ვიღაცა მათ შუაში ჩადგეს და აქეთ-იქით არიგოს ჭკუის სწავლების გაკვეთილები, ეს მხოლოდ დამანგრეველი იქნება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“,- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „პირველ რადიოსთან“ გაკეთებულ კომენტარში.

Comments
Loading...