კაიროს კოპტების საკათედრო ტაძარში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი კი დაშავდა.
ინფორმაციას ეგვიპტის ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ტაძარში, სავარაუდოდ, ბომბი აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.